ირპინში სამდღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა

კიევის ოლქში, ქალაქ ირპინში სამდღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დროებითი შეზღუდვები ქალაქის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 12 აპრილის 6:00 საათიდან 15 აპრილის 9:00 საათამდე იმოქმედებს.

აღნიშნული დროის განმავლობაში აკრძალულია ქუჩაში ყოფნა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონახულება, ქალაქის გადაკვეთა ტრანსპორტით ან ფეხით. (გამონაკლისი – სპეციალური საშვი და პირადობის მოწმობა).

ამასთან, 3 დღის განმავლობაში აკრძალული იქნება ქალაში შესვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები