უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატით, უცნობი წარმოშობის მომწამვლელი, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ აზოვის ბატალიონზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაზარალებულ უკრაინელებს სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულური დარღვევა და ატაქსიის სინდრომი აღენიშნებათ.
ამასთან, InformNapalm-ი იუწყება, რომ შესაძლოა ადგილზე ქიმიური იარაღი, „ზარინი“ გამოიყენეს.