რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინაში, 1 842 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინაში ომის შედეგად 2 493 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მიმდინარე წლის 24 თებერვალს განახორციელა. აღნიშნულს წინ უძღოდა რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარება, რასაც მოჰყვა 2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში.