ბუჩას მახლობლად, ორ სოფელში ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანების კიდევ 9 საფლავი აღმოაჩინეს

კიევის რეგიონში, ბუჩას მახლობლად, ორ სოფელში ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანების კიდევ 9 საფლავი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიცია აგრძელებს ოკუპანტების ხელით მოკლული ადგილობრივი მაცხოვრებლების ცხედრების იდენტიფიცირებას.

„ადგილობრივი მაცხოვრებლების ეზოში სამართალდამცავებმა ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანების სამარხი იპოვეს. ანდრეევკაში 6 სამარხი, ხოლო ლიპოვკაში – 3. ცხედრების დათვალიერებისა და სამხედრო დანაშაულების დაფიქსირების შემდეგ, გარდაცვლილთა ცხედრები რაიონის განყოფილებებს გადაეცემათ“, – აცხადებენ პოლიციაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაკაროვის თემის სოფელ ანდრეევკაში, სამართალდამცავებმა შეამოწმეს 317 სახლი, სადაც 15 კომლის ტერიტორიაზე 2 ათეული ყუთი მტრის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და აუფეთქებელი ჭურვები აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები