მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი: გრძელდება მარიუპოლის დაცვა – ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს გასამარჯვებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მარიუპოლის დასაცავად.

როგორც ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს, თავდაცვის ოპერაციების ჩატარება საჯარო განხილვის საგანს არ წარმოადგენს.

„გრძელდება მარიუპოლის დაცვა. ნარჩუნდება თავდაცვის ძალებთან კავშირი, რომლებიც გმირულად იცავენ ქალაქს. ხაზგასმით ვამბობ, რომ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება არ წარმოადგენს საჯარო განხილვების თემას. ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს გასამარჯვებლად და პირადი შემადგენლობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები