ირაკლი კობახიძე – საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ ასევე არის „ქართული ოცნების“ თანმიმდევრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგი

საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ არის ქართველი ხალხის ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის, ურყევი ნებისა და არჩევანის ლოგიკური შედეგი. საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ ასევე არის „ქართული ოცნების” თანმიმდევრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს კითხვარის სათანადოდ და შესაბამის ვადებში შევსებას და ევროკავშირისთვის წარდგენას.

“მადლობას ვუხდით ევროკავშირს ამ ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს კითხვარის სათანადოდ და შესაბამის ვადებში შევსებას და ევროკავშირისთვის წარდგენას.

ყველას ვალია, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას.

საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ არის ქართველი ხალხის ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის, ურყევი ნებისა და არჩევანის ლოგიკური შედეგი. საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ ასევე არის „ქართული ოცნების” თანმიმდევრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგი.

ამ მიზნის მისაღწევად ქართველმა ხალხმა გასული რამდენიმე ათწლეულების მანძილზე უდიდესი მსხვერპლი გაიღო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები