საქართველოს სახალხო დამცველი ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს სახალხო დამცველი ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ომბუდსმენი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ევროპარლამენტის წევრებსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კაბინეტის წევრებს შეხვდება.

“2022 წლის 11-14 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს დედაქალაქში, ბრიუსელი იმყოფება, სადაც სამუშაო შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის სტრუქტურებისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის  წარმომადგენლებთან.

სახალხო დამცველი შეხვდება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში. დაგეგემილია შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან, ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტის კაბინეტის წევრებთან; ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის (HR/VP) კაბინეტის წევრებთან.

შეხვედრები გაიმართება ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატში (DG NEAR), ასევე, თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET), ევროპის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) სამდივნოს წევრებთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები