„ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს მატარებლის ვაგონში თავს დაესხნენ

რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორსა და ნობელის პრემიის ლაურეატს, დმიტრი მურატოვს მატარებლის ვაგონში უცნობი პირი თავს დაესხა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს.

როგოც მურატოვი აღნიშნავს, მას აცეტონიანი საღებავი შეასხეს.

„კუპეში, ზეთის საღებავში აცეტონი ჩაასხეს, თვალები საშინლად მეწვის. მატარებელი მოსკოვიდან სამარასკენ მიდიოდა. მთელს ვაგონში ზეთის სუნია, გამგზავრება უკვე 30 წუთით გადაიდო, ვეცდები, დავიბანო. მან დაიყვირა: „მურატოვ, აი ეს, ჩვენი ბიჭებისთვის!“, – განაცხადა დმიტრი მურატოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები