ბორის ჯონსონი – ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული

ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მომდევნო 8 წლის განმავლობაში 8 ახალი ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავს, რაც რუსულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.

„ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა დამოკიდებული იყოს რუსულ გაზსა და ნავთობზე. არ შეიძლება დავუშვათ, რომ მსოფლიო იყოს დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვასწორებთ წარსულის ზოგიერთ შეცდომას და ვდგამთ უზარმაზარ ნაბიჯს წინ, რათა ვუზრუნველყოთ რვა წლის მანძილზე, წელიწადში ერთი რეაქტორის ექვივალენტის აშენება. ეს საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს სუფთა, მწვანე და სანდო ენერგია“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები