დიმიტრი პესკოვი – ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში აღიარებს, რომ რუსეთს უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს.

მისი თქმით, უკრაინის ისტორია შეიცვალა 2014 წელს, რასაც ის „არალეგალურ გადატრიალებას“ უწოდებს.

ამასთან, როგორც პესკოვი აღნიშნავს, უკრაინა გახდა „ანტირუსული“ და „ყველაფერი, რაც უკრაინაში მოხდა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული“.

„ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები