CNN – ესტონეთი მზადაა, ერთი წლის მანძილზე რუსული გაზის იმპორტი შეწყვიტოს

ესტონეთი მზად არის, შეწყვიტოს რუსული გაზის იმპორტი ერთი წლის მანძილზე, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიიმეტსმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბუჩაში ჩადენილი სასტიკი მკვლელობების სურათებმა შეცვალა საზოგადოებრივი აზრი, რის გამოც ხდება გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, რათა შეწყდეს ფინანსური ნაკადები რუსეთში.

ამასთან, ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ტაავი აასის თქმით, ესტონეთი და ფინეთი რუსეთზე დამოკიდებულების დასასრულებლად გათხევადებული გაზის იჯარით აღებას დათანხმდნენ.

„ფინეთისთვის და ესტონეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დიდად დამოკიდებულია რუსეთზე, შესაბამისად, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რის წინაშეც ახლა ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავიმაგროთ ზურგი და მზადება დავიწყოთ იმისთვის, რომ შევძლოთ რუსული გაზის გარეშე არსებობა“, – განაცხადა ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები