დმიტრო კულება – მადლობა ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაეროს რეზოლუციას და აირჩიეს ისტორიის სწორი მხარე
მადლობა ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაეროს ასოციაციის რეზოლუციას და აირჩიეს ისტორიის სწორი მხარე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
როგორც კულება აღნიშნავს, ომის დამნაშავეებს ადგილი არ აქვთ გაეროს ორგანოებში.
„რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლება ახლახან შეუჩერდა. ომის დამნაშავეებს ადგილი არ აქვთ გაეროს ორგანოებში, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვას. მადლობა ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაეროს ასოციაციის რეზოლუციას და აირჩიეს ისტორიის სწორი მხარე“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი 93-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 56-მა სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.