მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ სხვა პარტნიორებსაც უნდა დავეხმაროთ, თავიანთი მედეგობა გააძლიერონ და შესაბამისად, მიეცეთ საშუალება, თავი დაიცვან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში ალიანსს შეუძლია, გაზარდოს მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართულებით.
„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ სხვა პარტნიორებსაც უნდა დავეხმაროთ, თავიანთი მედეგობა გააძლიერონ და შესაბამისად, დაიცვან საკუთარი თავი. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართულებით. მაგალითად, კომუნიკაციების მიმართულებით და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ბოსნია და ჰერცეგოვინას მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია, თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის პაკეტი წარვადგინოთ. ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.