უკრაინაში ბუჩას ხოცვა-ჟლეტის მსგავსი მოვლენა უფრო მეტი იქნება და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ, უკრაინის ჩრდილოეთიდან ჯარის გაყვანის მიუხედავად, კრემლის მიზნები შეიცვალა.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
“მათი მიზანი უკრაინის მაქსიმალურად დასუსტებაა და ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს მიზანი შეცვლილია, მიუხედავად იმისა, რომ მათი ტაქტიკა შეიცვალა”, – განაცხადა ფსაკიმ.
მან ასევე აშშ-ის სანქციების შედეგებზე ისაუბრა.
”ჩვენ ვიცით, რომ, ეკონომიკური სანქციების გავლენის გამო, ვხედავთ უდავო, მნიშვნელოვან გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე. რუსეთმა შესაძლოა, დაკარგოს მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი. ჩვენი მიზანია ამ შედეგების განხორციელება, რომ პრეზიდენტ პუტინს ომის დაფინანსება ბევრად გაუჭირდეს. ჩვენ უკვე ვხედავთ ამის პირდაპირ შედეგებს”, – დასძინა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge