პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, შეუძლებელია იმის ცოდნა, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, თუმცა უკრაინას ომის მოგება შეუძლია.
„უკრაინას შეუძლია, „აბსოლუტურად“ მოიგოს ომი, რაც აჩვენა პუტინის უუნარობამ, მიაღწიოს თავის დასახულ მიზნებს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო მცირე გეოგრაფიულ არეალზე აპირებს კონცენტრირებას, რა თქმა უნდა, წარმოადგენს იმის შესაძლებლობას, რომ ძალადობა გაგრძელდეს.