მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას, 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაწვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ქალაქის მერზე, ვადიმ ბოიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის თქმით, მარიუპოლი, რომელიც ბოლო დრომდე განვითარების სიმბოლო იყო, ახლა რუსმა ოკუპანტებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს.
„კერძოდ, განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი. აქედან მინიმუმ 40% აღდგენას არ ექვემდებარება. საკრებულომ უკვე შექმნა კომისია, რომელიც აფიქსირებს კომუნალური და კერძო საკუთრების ნგრევის ფაქტებს. დღემდე 300-ზე მეტი ასეთი ფაქტია დადასტურებული. თუმცა, მთავარი დანაშაული ათასობით მოკლული მარიუპოლის მშვიდობიანი მოქალაქეა.
მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში დაიღუპა 5000 ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვია. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოზე, თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. დრამატული თეატრზე თავდასხმა, სადაც იმ დროს 900-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.