ვოლოდიმირ ზელენსკი რუს სამხედროებს ნაცისტებს უწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს სამხედროებს ნაცისტებს უწოდებს.

ზელენსკიმ თურქულ ტელეარხ Habertürk-თან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ ექცევიან რუსი სამხედროები დაჭრილ ან მოკლულ თანამემამულეებს.

„მათ არ გაუტანიათ დაჭრილები და ცხედრები, არ დაუმარხავთ, გაიქცნენ, გახადეს ფეხსაცმელები, საათები და ყველაფერი რაც ეცვათ. როგორც ისინი ამბობენ, ესენი ხომ მათი დები და ძმები არიან? ჯერ კიდევ გუშინ იბრძოდნენ ჩვენს წინააღმდეგ, დღეს კი გვართმევენ ყველაფერს, რაც გაგვაჩნდა.

ეს გვაჩვენებს რუსეთის დამოკიდებულებას ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის მიმართ. ისინი მოვიდნენ ჩვენ გასანადგურებლად, როგორც ნაცისტები და ასევე ექცევიან თავიანთ ხალხს, რომლებიც აქ დატოვეს მიწაში ლპობისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები