უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ გენოციდს ახორციელებს.
როგორც შმიგალმა BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, ის „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ეს არის გენოციდი უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან“.
„რუსეთის ბიუჯეტი არის ტერორიზმის ბიუჯეტი და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ეს სისხლიანი ფულია და ამ ფულს იყენებენ იარაღის შესაძენად, ამ იარაღით კი უკრაინელებს კლავენ“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
ამასთან, უკრაინის პრემიერმა მოუწოდა დასავლეთს, შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა და დასძინა, რომ აღნიშნული ფული რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის დასაფინანსებლად გამოიყენება.