ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკისთვის მძიმე ფასს გადაიხდის.
როგორც ბაიდენი „ტვიტერში“ წერს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, დამანგრეველი რაუნდი გამოცხადდება.
„მკაფიოდ განვაცხადე, რომ რუსეთი გადაიხდიდა მძიმე და დაუყოვნებლივ ფასს ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო. დღეს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, დამანგრეველი სანქციების ახალ რაუნდს ვაცხადებთ“, – წერს ჯო ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციების სიაში მოხდა რამდენიმე რუსული მსხვილი სახელმწიფო საწარმო, რუსული „სბერბანკი“ და „ალფა-ბანკი“. ამასთან, სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრები.