დიდმა ბრიტანეთმა უმსხვილეს რუსულ ბანკ „სბერბანკს“ სანქციები დაუწესა

FILE PHOTO: Plastic letters arranged to read "Sanctions" are placed in front the Union Jack and Russian flag colors in this illustration taken February 28, 2022. REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

BBC-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

სანქციები მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ აქტივების გაყინვას; გაერთიანებული სამეფო 2022 წლის ბოლოსთვის დაასრულებს რუსული ნახშირისა და ნავთობის ყველა იმპორტს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი კრძალავს რუსეთიდან რკინისა და ფოლადის ნაწარმის იმპორტს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, „ახალი სანქციების დაწესებით ლონდონი აჩვენებს რუსეთი ელიტას, რომ ისინი ვერ დაიბანენ ხელს იმ სიმხეცისგან, რომელიც უკრაინაში პუტინის ბრძანებით ჩაიდინეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები