უკრაინაში შეჭრის ფონზე, მიზანშეწონილია თუ არა 9 მაისის აღლუმის ჩატარება – პესკოვის პასუხი

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნისთვის, დიმიტრი პესკოვისთვის უცნობია არგუმენტები, თუ რატომ არის წელს 9 მაისის აღლუმის ჩატარება უადგილო.

ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა – “როგორია კრემლის დამოკიდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომ, უკრაინაში სპეცოპერაციის ჩატარების პირობებში, 9 მაისის აღლუმის ჩატარება უადგილოა”.

“და ვისი არგუმენტებია ეს? მართალი გითხრათ, ამ არგუმენტების შესახებ არაფერი მსმენია. ამიტომ, ალბათ, უპასუხოდ დავტოვებ. ვფიქრობ, აქ პასუხი არც არის საჭირო”, – თქვა პესკოვმა.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ კრემლის პრესსამსახურმა 9 მაისს სამხედრო აღლუმისა და რეპეტიციისთვის მედიის აკრედიტაცია დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები