ეროვნულ არქივი სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი II სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციას „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები” მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს ონლაინფორმატში გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა თეზისების მიღება დაიწყო. კონფერენციის მიზანია სტუდენტების – მომავალი მეცნიერების – ხელშეწყობა; სამომავლო კვლევების წასახალისებლად სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; სტუდენტებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, გამოცდილებისა და პრაქტიკული მუშაობის თავისებურებების გასაზიარებლად; მომავალი მეცნიერებისთვის ახალი გამოწვევების შესაბამისი სტანდარტების ჩამოყალიბება. ღონისძიება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მხარდაჭერით ტარდება, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.