“რუსი სამხედროების მიერ ქალაქის დატოვებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ ვნახეთ ქუჩებში მოწყობილი სპექტაკლი” – ლავროვი ბუჩაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკე, რეალურად, უკრაინელების მიერ ანტირუსული მიზნებისთვის “დადგმული სპექტაკლია”.

ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მარტინ გრიფიტსთან შეხვედრაზე თქვა.

„რუსმა სამხედროებმა ქალაქი მთლიანად 30 მარტს დატოვეს, 31 მარტს ქალაქის მერმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ორი დღის შემდეგ ვნახეთ, როგორ მოეწყო ქალაქის ქუჩებში ის სპექტაკლი, რომლის გამოყენებასაც ახლა ცდილობენ ანტირუსული მიზნებისთვის. მომხდარი ინსცენირებაა”, – თქვა მან.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები