უკრაინის საგარეო უწყება: რუსებმა უკრაინაში 80 000 კმ² ტერიტორია დანაღმეს
უკრაინაში რუსული აგრესიის გამო 80 000 კმ² ტერიტორია დანაღმულია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
უწყების ინფორმაციით, რუსეთის მიერ აკრძალული იარაღის გამოყენება ნაღმების საშიშროებას ათჯერ ზრდის.
“თუკი 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის პირველი ტალღის გამო ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დაახლოებით 16 000 კმ²-ის გასუფთავება იყო საჭირო, დღეს, წინასწარი შეფასებით, საუბარია უკრაინის ტერიტორიის 80 000 კმ²-ზე. რუსი დამპყრობლები აგრძელებენ სიკვდილისა და დასახიჩრების თესვას უკრაინის მიწაზე. მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებზე და კრძალავს მათ გამოყენებას, რუსეთის ფედერაცია ზრდის მათი გამოყენების მასშტაბებს უკრაინაში და ცდის ახალ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, როგორიცაა POM-3 (“მედალიონი”) და სხვები”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge