5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
2021 წლის 5 ივლისს სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდებულებს, გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიასა და ზაზა მჭედლიძეს შეეფარდათ პატიმრობა 1 წლითა და 3 თვის ვადით, ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს კი 1 წლისა და 2 თვის ვადით. უშანგი დათუნაშვილს 5000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.
მოსამართლემ ყველა ბრალდებულს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირდა და ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ.
დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.
შეგახსენებთ, 5 ივლისს მედიის მინიმუმ 56 წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში – 11 ივლისს გარდაიცვალა. ჯამში 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე შსს-ს სულ 27 პირი ჰყავს დაკავებული.