Unian: ბუჩაში აღმოჩენილია სარდაფი, სადაც ოკუპანტები მოსახლეობას აწამებდნენ
უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩაში ის ადგილი აღმოაჩინეს, სადაც რუსები მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდნენ და ხოცავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია – unian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოკუპანტები ხალხს ადგილობრივ ბავშვთა სანატორიუმ “რადიანტას” სარდაფში აწამებდნენ.
”სარდაფში აღმოჩენილია ცხედრებიც. ყველა მათგანი მოხრილ მდგომარეობაშია და ხელები აქვს შეკრული”, – წერს გამოცემა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge