თბილისში „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს
თბილისში, სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბანკიდან თანხაა წაღებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.