საქართველოში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 303 პაციენტი

 

საქართველოში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 303 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 788 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 485, „პისიარ“ ტესტით – 2 303.                           უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები