უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილი ტყიბულში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი ტყიბულში გადაასვენეს. მას 3 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ქაშვეთის ტაძარში გუშინ სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაღუპული მებრძოლის ოჯახს მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.

ცნობისთვის, გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენში სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა. მანამდე, ირპენთან დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. მარიუპოლში მოკლეს ბახვა ჩიქობავა, რომლის გადმოსვენებაც ჯერ ისევ ვერ ხერხდება.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები