იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები ხის საწარმოში დასაქმდნენ

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ საწარმო „სხივში” ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები შშმ პირებთან ერთად ხეზე კვეთას და მხატვრულ დამუშავებას ეუფლებიან.

უწყების ცნობით, დღეისათვის „სხივში” ხეზე მუშაობას 8 ბენეფიციარი სწავლობს და პროფესიული უნარების გამომუშავებასთან ერთად ანაზღაურებასაც იღებს.

“არასამთავრობო ორგანიზაცია ბენეფიციარებს ფსიქოლოგიურ სერვისებსაც სთავაზობს. პროექტი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი დაფინანსებით ხორციელდება.

დღეს სოციალურ საწარმო „სხივს” იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ესტუმრა და ადგილზე გაეცნო პროექტის მიმდინარეობას.

პროექტის მიზანი ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობაა. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ ბენეფიციარების ნაწილი ამავე საწარმოში გააგრძელებს მუშაობას.

გასულ წელს იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროექტი ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დაგეგმვის და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა და 14 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები