“უკრაინას იარაღით იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც საჭირო იქნება” – სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინას იარაღით იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც საჭირო იქნება – დემოკრატიული სამყაროსთვის ამ ომის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ამის შესახებ მან ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მოკავშირეები ამას აგრძელებენ და გააგრძელებენ მანამ, სანამ საჭირო იქნება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის”, – უპასუხა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.
მან თქვა, რომ ამაზე ნატო-ს ბოლო სამიტზე იქნა მიღებული შეთანხმება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge