რუსეთი “არამეგობარ ქვეყნებს” 1-ელი აპრილიდან, რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, გაზის მიწოდებას შეუწყვეტს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ “არამეგობარი ქვეყნები” 1-ელი აპრილიდან მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს რუბლში არ გადაიხდიან, რუსეთი ამას გაზის კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობად ჩათვლის.
ამის შესახებ მან ავიაინდუსტრიაში გამართულ თათბირზე თქვა.
“თუ ასეთი გადახდები რუბლში არ განხორციელდება, ჩვენ ამას მივიჩნევთ მყიდველების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობად, ყველა თანმდები შედეგით”, – თქვა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge