გიორგი ვოლსკი თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს პარლამენტის სასახლეში უმასპინძლა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი ვოლსკიმ მოსწავლეებს პარლამენტის ფუნქციაზე, როლსა და საპარლამენტო საქმიანობის სპეციფიკაზე მიაწოდა ინფორმაცია.
“საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე ვიცე-სპიკერმა განათლების აუცილებლობაზე, შესაძლებლობებზე და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვიცე-სპიკერისთვის შეკითხვები დაესვათ და მოსაზრებები გაეზიარებინათ. ისაუბრეს პოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის ომზე, მის გავლენასა და მნიშვნელობაზე.
„ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე, მათ დამოკიდებულებაზე საკითხების მიმართ, ჩვენს გამოცდილებაზე, ცოტა პოლიტიკასაც შევეხეთ. მჯერა, რომ ეს ბავშვები იქნებიან განათლებული, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მოსწავლეებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს და მის სტრუქტურასა და მუშაობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge