საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 12 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში, გასულ 24 საათში კორონავირუსს კიდევ 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2993 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 646 545 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 621 396, გარდაიცვალა 16 720 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები