ზურაბ ქადაგიძე: როდესაც ასეთი თანამდებობის პირი, ასეთ განცხადებას აკეთებს, ამყარებს ეჭვს, რომ ზელენსკის, არახამიას, კულებას და გონჩარენკოს არაკორექტული განცხადებები საქართველოს მიმართ თავიდანვე კონკრეტულ გეგმას, ანუ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს ემსახურებოდა
“საომარი ვითარებების დროს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ვერ დაკავდება თვითშემოქმედებით და განცხადებებს, განსაკუთრებით მოწოდების სახით ვერ გააკეთებს მთავრობასთან შეუთანხმებლად”,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას.
როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, ასეთი განცხადება ყველაზე არამეგობრულია, რაც ჩვენი ხალხების ურთიერთობას არ ეკადრება.
,,სამწუხაროდ, როდესაც ასეთი თანამდებობის პირი, ასეთ განცხადებას აკეთებს, ამყარებს ეჭვს, რომ ზელენსკის, არახამიას, კულებას და გონჩარენკოს სხვა და სხვა არაკორექტული განცხადებები საქართველოს მიმართ თავიდანვე კონკრეტულ გეგმას, ანუ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს ემსახურებოდა… იმიტომ, რომ : საომარი ვითარებების დროს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ვერ დაკავდება თვითშემოქმედებით და განცხადებებს, განსაკუთრებით მოწოდების სახით ვერ გააკეთებს მთავრობასთან შეუთანხმებლად… ბატონო მდივანო! საქართველო 30 წელია საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად პირდაპირ,გაცხადებულ ომში იმყოფება რუსეთის ფედერაციასთან,რასაც მოწმობს 1991,1993,2004,2008 წლები, ათასობით დაღუპული ქართველი, ასიათასობით დევნილი ოჯახი, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი. თქვენი განცხადება ყველაზე არამეგობრულია, რაც ჩვენი ხალხების ურთიერთობას არ ეკადრება. სხვისი უბედურებით საკუთარის შემსუბუქების მცდელობა, მინიმუმ უღირსი საქციელია”, – წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.