რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
დავით რატიანი ქაშვეთის ტაძარშია დასვენებული, გია ბერიაშვილის ცხედარი კი თემქის სასაფლაოსთან მდებარე წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძარშია დასვენებული.
დავით რატიანს და გია ბერიაშვილს, სამხედრო პატივით, დამპალოსა და თემქის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
საქართველოს მოქალაქეების ცხედრები სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან, ირპენის რეგიონში, რუსების თავდასხმის მოგერიების დროს დაიღუპნენ.