საქართველოში კორონავირუსს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 247 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 645 301 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 611 688, გარდაიცვალა 16 698 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები