“რიყის დოქები” 10 მილიონ 20 ათას ლარად გაიყიდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნული შენობა მეშვიდე მცდელობით გაყიდა.
საინვესტიციო პირობების მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია, 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო/ საკონფერენციო სივრცეები და დარბაზები, რისთვისაც მან, სულ მცირე, 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
შეგახსენებთ, რომ “რიყის დოქების” თავდაპირველი ღირებულება 95 მლნ ლარი იყო, თუმცა, მას მყიდველი არ გამოუჩნდა.