ასზე მეტი ევროპარლამენტარი რუსეთისა და ბელარუსისთვის სრული სავაჭრო ემბარგოს დაწესებას ითხოვს

ასზე მეტი ევროპარლამენტარი რუსეთისა და ბელარუსისთვის სრული სავაჭრო ემბარგოს დაწესებას ითხოვს, მათ შორის, ენერგორესურსებით ვაჭრობის აკრძალვას.
ამის მოთხოვნით ევროსაბჭოს დეპუტატებმა, ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებსა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს წერილით მიმართეს.
ამასთან, დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ისინი მიესალმებიან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა უპრეცედენტო ზომას, რომელიც ევროკავშირმა სწრაფად მიიღო ბოლო კვირების განმავლობაში. თუმცა, ისინი მათ არასაკმარისად მიიჩნევენ და მოუწოდებენ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული სანქციები.

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ მოწოდებას სრული და დაუყოვნებელი სავაჭრო ემბარგოს შესახებ რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ, რომელიც ნავთობით, გაზითა და ნახშირით ვაჭრობის აკრძალვასაც ითვალისწინებს”, – ნათქვამია მიმართვაში.

დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ სანქციები არა მხოლოდ უნდა გაღრმავდეს, არამედ რუსეთის მმართველი ელიტის უფრო ფართო ნაწილი უნდა მოიცვას.

„მოგიწოდებთ, სანქციების სიაში შევიდეს რუსი ოფიციალური პირების, გუბერნატორებისა და მერების უფრო ფართო სეგმენტი, რომლებიც იცავენ პუტინის რეჟიმის ამჟამინდელ პოლიტიკას და ამისგან სარგებელს იღებენ“, – აღნიშნულია წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები