სტოლტენბერგი: უნდა ვისაუბროთ იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშაა, ასეთია საქართველოც

ველი, რომ საუბარი იქნება საქართველოზეც და ამის შესახებ კომუნიკეშიც იქნება აღნიშნული. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშაა, ასეთია საქართველოც, რომლის მიმართაც NATO წლებია ახორციელებს დახმარებას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის სამიტის წინ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში სასტიკი შეჭრა კი ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას.

“საქართველოს აქვს უფლება საკუთარი გზა თავად აირჩიოს. NATO-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს, რათა დახმარებოდნენ მას რეფორმების განხორციელებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში. უკრაინაში სასტიკი შეჭრა კი ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები