განათლების საერთაშორისო ცენტრი ჩეხეთში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
განათლების საერთაშორისო ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას ჩეხეთში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის.
ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლისთვის, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე მოიპოვონ დაფინანსება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და მკვლევრებს. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, ონლაინ-მისამართი: info-iec@iec.gov.ge; წარმოსადგენი დოკუმენტების, საკონკურსო ვადებისა და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: iec.gov.ge.