ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ევროსთან – გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განახლებული კურსის თანახმად, 23 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.2348 ლარი ეღირება, ევრო – 3.5576 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2706 ლარი.
დღევანდელი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2219 ლარი ღირდა, ევრო – 3.5599 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2326 ლარი.
განახლებული კურსი ხვალიდან ამოქმედდება.