“დროშა წმინდაა და პატივი უნდა სცე” – რას ამბობს ქალი, რომელმაც ბათუმში უკრაინის დროშა ჩამოხია
„არ იყო სწორი საქციელი, ნამდვილად არ ვამართლებ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მე არ ვარ სახელმწიფოს მტერი”, – ამის შესახებ მარიამ ელიოზაშვილმა განაცხადა, რომელმაც ბათუმში, ლიფტში გაკრული, უკრაინის დროშა ჩამოხია.
მისივე თქმით, დროშის ყველგან გამოფენა სწორი არ არის.
„არ იყო სწორი საქციელი, ნამდვილად არ ვამართლებ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაგრამ მე არ ვარ სახელმწიფოს მტერი. იმიტომ ჩამოვხსენი, რომ ყველგან არის გაფეტიშებული. ჩუსტებზეც ეხატა დროშა და ეს მიმაჩნია შეურაცხყოფად. ლიფტში იყო გამოკრული და ეს მიმაჩნია შეურაცხყოფად. ყველგან არ შეიძლება დროშის ასე გამოფენა, წმინდაა და პატივი უნდა სცე. პოლიციაში ვიყავი არა იმიტომ, რომ დამნაშავე ვარ. იმიტომ მოვედი, რომ იმ პიროვნებაზე დამეწერა საჩივარი, ვინც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა წყაროს“, – განმარტავს ელიოზაშვილი.