გივი მიქანაძე: გაჩნდა კონკრეტული შემთხვევა, როცა საჭირო გახდა ორგანული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა

ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ არსებობდა ცდომილება კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონს შორის, მაგრამ აღნიშნული საკითხი არ დავძარით, რადგან ამის პრაქტიკული საჭიროება აქამდე არ იკვეთებოდა – საკითხი აქამდე რომ დაგვეძრა, ამას სპეკულაციები მოჰყვებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება.

“რაკი კონკრეტული საჭიროება დადგა, რის შესახებაც ადრეც ვიცოდით, მაგრამ ამის რეალური საჭიროება არ არსებობდა, ორგანულ კანონში შევიტანეთ ცვლილებები, რითაც კანონი კონსტიტუციის მუხლთან სრულ შესაბამისობაში მოვა. შესაბამისად, აღნიშნულის საფუძველზე მთავრობის მიერ სარჩელის წარდგენა მოხდება, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, კონკრეტული სარჩელის ირგვლივ იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ არსებობდა ცდომილება კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონს შორის, მაგრამ აღნიშნული საკითხი არ დავძარით, რადგან ამის პრაქტიკული საჭიროება აქამდე არ იკვეთებოდა – საკითხი აქამდე რომ დაგვეძრა, ამას სპეკულაციები მოჰყვებოდა. პროექტის ინიცირება მოხდა იმავე დღეს, როცა მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებდა პრეზიდენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას, რადგან გაჩნდა კონკრეტული შემთხვევა, როცა საჭირო იყო ორგანული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა“, – განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. კანონპროექტის ინიცირება 21 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები