რუსეთში აცხადებენ, რომ ხარკოვისა და თბილისის ლუგარის ლაბორატორიები ერთობლივ პროექტზე მუშაობდნენ

ხარკოვსა და თბილისში ლუგარის ცენტრებში ღამურებიდან ადამიანზე დაავადებების გადაცემის გზებს სწავლობდნენ, – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვმა.

მისი მტკიცებით, ამის შესახებ იმ დოკუმენტების ანალიზიდან გახდა ცნობილი, რომელიც რუსებს ჩაუვარდათ და რომლებიც უკრაინაში აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობებს შეეხება.

მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოში ამ პროგრამის განხორციელებისთვის პენტაგონის დანახარჯი, ჯამურად, 1,6 მილიონ დოლარს შეადგებს, რომლის უმეტესი ნაწილი უკრაინამ, როგორც მთავარმა შემსრულებელმა, მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები