სასამართლომ ოპერატორის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში „პალიტრანიუსის“ ოპერატორის, ბექა მშვილდაძის ცემის ფაქტზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
ოპერატორის ცემისთვის დაკავებულ პირს, ორი წლით თავისუფლების აღკვეთ შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
ცნობისთვის ბექა მშვილდაძე 6 ივლისს, პარლამენტის წინ სცემეს. შეკრებილები წინა დღის, 5 ივლისის მოვლენებს აპროტესტებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.