დავით სერგეენკო: საქართველოს რუსეთის მიმართ სანქციები 2008 წლიდან აქვს დაწესებული და მას ეწოდება „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტი 2008 წლიდან აქვს დაწესებული.
“საქართველოს რუსეთის მიმართ სანქციების მთელი რიგი პაკეტი 2008 წლიდან აქვს უკვე დაწესებული და მას ეწოდება „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ეს პროცესი დინამიკურია და ოპოზიციის მოძახილები სანქციებზე შეერთების თაობაზე უკვე ძალიან მომაბეზრებელია”, – განაცხადა სერგეენკომ
მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტი კვირაზე მეტია, თანხას აგროვებს და უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის, თუმცა, ამაში მონაწილეობა ოპოზიციას არ მიუღია.
„ამაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ტვირთი არის საქართველოს პარლამენტიდან და არა „ქართული ოცნებიდან“. ანგარიში ერთი კვირის წინ გავხსენით და თანხა არავინ შემოიტანა“, – აღნიშნა სერგეენკომ.