საქართველოში კორონავირუსს კიდევ 17 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 831 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 639 678 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 594 011, გარდაიცვალა 16 612 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები