დე ფაქტო ცხინვალში მცხოვრები ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში საომრად გაგზავნეს. ინფორმაციას Ekho Kavkaza ავრცელებს.
ამავდროულად, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს სამხედრო ტექნიკა ოკუპირებულ ცხინვალს, შემდეგ კი რეგიონს – როკის გვირაბის გავლით.
ინფორმაციას ადასტურებს თვითგამოცხადებული ცხინვალის ე.წ. ექსპრეზიდენტი, ედუარდ კოკოითიც. მისი თქმით, უკრაინაში “ნაცისტების დასასრულებლად” მიდიან.
“ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა დაასრულონ ნაცისტები, რომლებიც ატერორებენ თავიანთ ხალხს. ძალიან მოტივირებულები არიან, ბევრს ვესაუბრე. ისინი მიდიან ჩვენი ძმების გამო შურისძიებისთვის! უკრაინაში დაღუპულთა შორის მათი ნათესავები და მეგობრები არიან. ბიჭებო, თქვენ თან წაიღეთ ჩემი გულის ნაწილი! გამძლეობა და მოთმინება თქვენს ოჯახებს ! შინ გამარჯვებული, ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდით!”, – წერს კოკოითი ტელეგრამის არხზე.