ივანე ჩხაიძე: ჯერ ადრეა, მივიჩნიოთ, რომ „დელტაკრონი“ რომელიმე ქვეყანაში მომდევნო ტალღის მიზეზი გახდება
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ადრეა იმაზე საუბარი, რომ “დელტაკრონი” რომელიმე ქვეყანაში მომდევნო ტალღის მიზეზი გახდება.
„ჯერ ადრეა, მივიჩნიოთ, რომ „დელტაკრონი“ რომელიმე ქვეყანაში მომდევნო ტალღის მიზეზი გახდება. მეხუთე დღეა, კორონავირუსის ახალი მუტაციის შესახებ ვიცით. არცერთი ქვეყანა შემთხვევების ზრდაზე არ მიუთითებს. ჰიბრიდული ვირუსია, რომელსაც ორი სხვადასხვა მუტაციის – „დელტასა“ და „ომიკრონის“ გარკვეული ელემენტები აქვს აღებული, საბედნიეროდ, რაოდენობრივად ჯერჯერობით ძალიან ცოტაა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.